ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება სპეკულირებაა

“გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება სპეკულირებაა, რადგან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაც კი არ დაწყებულა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე მხოლოდ განცხადებით არაფერი შეიცვლება და დისკუსიის გამართვაა საჭირო.

“ნამდვილად ისტორიული მომენტია. ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, გარდაუვლად შეცვლის მთელ საერთაშორისო ურთიერთობებს. იმედი მაქვს, რუსეთი მალე დამარცხდება და ეს ბევრ შესაძლებლობა გააჩენს მსოფლიოში. მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში ეს არის სპეკულირება, რადგან არც კი დაგვიწყია მსჯელობა, რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუნდაც აფხაზეთთან მიმართებით - რას ვთავაზობთ აფხაზებს, როგორი პოლიტიკა გვექნება. დისკუსიაა საჭირო. სანამ დისკუსია არ გაიხსნება, არაფერი შეიცვლება. ასე რომ, თუ სააკაშვილს ეს პრობლემა აღელვებს, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ღია დისკუსია, რომ დავინახოთ, რა პოზიციებია, თორემ თავისთავად ამის განცხადებით არაფერი შეიცვლება”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ამ ძალიან რთულ პერიოდში არის ისტორიული შანსი და ფანჯარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა