მიხაილო პოდოლიაკი დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე - ვფიქრობ, რუსი სპიკერი „ნიუსმეიკერად“ არ უნდა გამოიყენო, ბევრად უკეთესია მხოლოდ უკრაინის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობა

რუსები ძალიან ხშირად იყენებენ საჯარო განცხადებებს მხოლოდ როგორც სავალდებულო ზეწოლის ელემენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რითაც ის რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, რომ ესა თუ ის რუსი სპიკერი „ნიუსმეიკერად“ არ უნდა გამოიყენო. ბევრად უკეთესია მხოლოდ უკრაინული მხარის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობა, იმიტომ, რომ რუსები ძალიან ხშირად იყენებენ საჯარო განცხადებებს მხოლოდ სავალდებულო ზეწოლის ელემენტად. რატომ უნდა აყვეთ მათ თამაშში?" - თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას მან განაცხადა, რომ უკრაინამ, სტამბოლის რაუნდის ფარგლებში, ოპონენტებს თავისი წინადადებები გადასცა.

„გადავეცით წინადადებები, მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. რუსულმა მხარემ შეისწავლა წინადადებები და გამოთქვა საპირისპირო პოზიციები. ახლა ჩვენი ჯერია შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი რეაგირებას არ ჩქარობს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება