ფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე დებატები მიმდინარეობს

ფინეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებაზე დებატები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანაში სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ფინელი კანონმდებლები მთავრობის ანგარიშს განიხილავენ, სადაც ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გარეშე ფინეთი არ სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის ალიანსის პარტნიორია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „შემაკავებელი ეფექტი“ ფინეთის თავდაცვაზე „საგრძნობლად მეტი“ იქნება, თუ ქვეყანა ნატოს წევრი გახდება.

ფინური მედიის ცნობით, ფინეთის 200 დეპუტატის დაახლოებით ნახევარი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას და მხოლოდ 12 მათგანია წინააღმდეგი.

ფინეთის პრემიერ - მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა "საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე კვირაში" გადაწყვეტს, შეიტანოს თუ არა განაცხადი წევრობისთვის.

ცნობისთვის, შვედეთი ასევე განიხილავს, წარადგინოს თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის განაცხადი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო