უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური - საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება - მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია

რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლის მუდმივ დაბომბვას მას შემდეგ აგრძელებს, რაც გაჩნდა ინიციატივა მესამე ქვეყნის შესახებ, რომლის დახმარებითაც მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროებისა და ალყაში მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს, - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ავიაციისა და მძიმე არტილერიის დარტყმები დღეს გაგრძელდა და ამის შედეგად, უკრაინული ჯარები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.

„ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცედურას ვითხოვთ. ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება. აქ ჯერ კიდევ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. არ ვენდობით რუსებს, გარანტიისთვის ჩვენ სხვა ქვეყნები გვჭირდება. მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა ვოლინამ.

მან ასევე მოითხოვა, რომ მესამე ქვეყანამ უკრაინული ჯარისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მძიმე დაბომბვის ქვეშ მყოფი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან უზრუნველყოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა