რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ,,სარმატი" გამოსცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რაკეტის წარმატებული გაშვება, ქალაქ პლესეცკიდან მოხდა.
,,კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Sarmat-ი, მოსკოვის დროით 15:12 საათზე, პლესეცკის სახელმწიფო საცდელი კოსმოდრომიდან წარმატებით გაუშვეს. გაშვების მიზნები სრულად იქნა მიღწეული", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.