ვლადიმერ პუტინი - თავიდანვე ვთქვი, რომ ოპერაციის მიზანია, დონბასში ჩვენი ხალხის დახმარება - ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსეთი თავის სამხედრო მიზნებს მიაღწევს, რაც, მისი თქმით, ადამიანებს ნორმალური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კრემლში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი იძულებული გახდა, უკრაინაში დონბასში მომხდარი ,,ტრაგედიის" გამო, ,,სამხედრო ოპერაცია" დაეწყო.

,,მე თავიდანვე ვთქვი - ამ ოპერაციის მიზანია, დონბასში მცხოვრები ჩვენი ხალხის დახმარება", - განაცხადა პუტინმა.

გოგონას მისამართით, რომელიც შეხვედრას რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული სევასტოპოლიდან შეუერთდა, პუტინმა განაცხადა:

,,ჩვენ ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად და დავრწმუნდებით რომ იქ ცხოვრება თანდათან ნორმალური გახდება, უკეთესობისკენ შეიცვლება, ისევე როგორც ეს თქვენს შემთხვევაში, სევასტოპოლში მოხდა", - განაცხადა პუტინმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს