ანალენა ბაერბოკი - გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად წლის ბოლომდე შეწყვეტს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანია წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,,გერმანია რუსული ენერგორესურსების იმპორტს მთლიანად შეწყვეტს. ნავთობის იმპორტი ზაფხულისთვის განახევრდება და წლის ბოლომდე მთლიანად შეჩერდება", - განაცხადა ბაერბოკმა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ გერმანიას სურს, რუსული ენერგეტიკის იმპორტისგან სრულ დამოუკიდებლობას ეტაპობრივად მიაღწიოს.

როგორც CNN-ი იუწყება, ამ თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მას სჯერა, გერმანია შეძლებს ამ წლის ბოლოს, იმპორტი შეწყვიტოს, მაგრამ დასძინა, რომ ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირის იმპორტისგან თავის დასაღწევად მეტი დრო დასჭირდება.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება