ლუგანსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლს ექვემდებარება - რეგიონი მთლიანად იბომბება

ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლს ექვემდებარება.

ამის შესახებ გაიდაიმ CNN-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, აქ გაჩერებას არ აპირებს და ის მოძრაობას გააგრძელებს. ძალიან სერიოზული ვითარება გვაქვს - ლუგანსკის რეგიონი მთლიანად იბომბება. უსაფრთხო ქალაქი არ არსებობს. ჩვენ ვხვდებით, რომ რუსეთი წინ მიიწევს და თავის გზაზე ყველაფრის განადგურებას აპირებს, ამიტომ მაქსიმალურად მეტი ადამიანის ევაკუირებას ვცდილობთ“, - აღნიშნა მან.

გაიდაიმ მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა დატოვონ უკრაინის აღმოსავლეთი რეგიონი, რადგან „გარდაუვალია საომარი ესკალაცია“. მისივე თქმით, ომამდე ლუგანსკის რეგიონში მცხოვრები 350 000 ადამიანიდან დღეს დაახლოებით 70 000 ადგილზე რჩება.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ომის დასასრულს, გაიდაიმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა პოლიტიკური შეთანხმებით იქნება შესაძლებელი, მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ რთულია რუსებს ენდო.

”ისინი სულ იტყუებიან. ეს ყველამ იცის და მათი არავის სჯერა. ყველამ იცის, რომ რუსეთთან შეთანხმებას იმ ქაღალდის ფასიც არ აქვს, რომელზეც ის იბეჭდება. დღეს რუსეთი არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს მტერია. მათი ამბიციები უკრაინაზე ბევრად შორს ვრცელდება“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო