შარლ მიშელი - სიტყვები არ მყოფნის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ, არა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი - ეს უნდა იყოს დასჯილი და დაისჯება

სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ არა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი, - ასე აფასებს უკრაინაში ვიზიტს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

,,სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ, არა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები, ეს უნდა იყოს დასჯილი და დაისჯება. მათ რაც გააკეთეს იქ და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში, ამისთვის უნდა გადაიხადონ", - განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან, უკრაინის გამარჯვებას მხარს უჭერს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას.

,,ახლა, ისევე როგორც თქვენ, ვფიქრობ, ხალხი დონბასში, მარიუპოლში, სხვა ქალაქებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა სიცოცხლისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, ამიტომ ჩვენს ხელში არსებულ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოვიყენებთ", - აღნიშნა მიშელმა.

შარლ მიშელმა დასძინა, რომ ევროკავშირი საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინას შეეძლება, მიიღოს ის სახსრები, რომელიც მას მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ხარჯებისთვის სჭირდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო