გიორგი ქუფარაშვილი - მძიმე შეიარაღება მუშაობს „აზოვსტალზე“, ხდება მთლიანად „დაუთოება“ - მთელი რუსეთი ერთი ქარხნის ტერიტორიას ეჯაჯგურება, რაც აჩვენებს რამდენად აბსურდულ მდგომარეობაში იმყოფებიან

იმდენად არიან გამწარებულები, რუსებს პუტინისგან დავალება აქვთ, რომ 9 მაისს „აზოვსტალი“ აღებული ჰქონდეთ, რომ მან ეს იზეიმოს. იქ არ მიდის ქვეითებით შეტევა, იქ მიდის საარტილერიო და საავიაციო დაუთოება, - ამის შესახებ ბატალიონ „აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ქუფარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსების სამოქმედო გეგმა როგორ შეიცვლება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დახვდებიან მათ უკრაინელები.

ქუფარაშვილის შეფასებით, როგორც კი მარიუპოლს აიღებენ რადიკალურად შეიცვლება მთლიანი ვითარება უკრაინის საბრძოლო არეალში.

„საკმაოდ მძიმე შეიარაღება მუშაობს აზოვსტალზე. ხდება მთლიანად დაუთოება აზოვსტალის - იქ არ არის განსხვავება მოქალაქეა თუ სამხედრო, აზოვი უნდა დამთავრდეს, მითი უნდა დაანგრიონ. მათი სიძლიერე უნდათ, რომ ამით მაინც გამოაჩინონ, რომ აი, აზოვი გავანადგურეთ. მთელი რუსეთი ეჯაჯგურება ერთი ქარხნის ტერიტორიას და ეს პირიქით, აჩვენებს რამდენად აბსურდულ მდგომარეობაში იმყოფებიან რუსები, უკვე ჭკუასთან ახლოს არ არიან. ეს გაგრძელდება, გაგრძელდება და არ გაჩერდება“, - განაცხადა გიორგი ქუფარაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა