ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად არ გვაქვს საკმარისი იარაღი - მარიუპოლში ყველა ბიჭს გამარჯვება უნდა, არცერთი მათგანი არ აპირებს, მტერთან დანებებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რუსული არმიის დასამარცხებლად, უკრაინის ძალებს საკმარისი "სერიოზული და მძიმე" იარაღი არ აქვთ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორი პოტენციური გზა არის, ქალაქში დაპირისპირების დასასრულებლად.

"პირველი, ეს სერიოზულ და მძიმე იარაღს მოიცავს... ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. მეორე გზა დიპლომატიურია. ჯერჯერობით, რუსეთი ამაზე არ დათანხმდა. ჩვენ არ ვიცით, როდის შევძლებთ მარიუპოლის განბლოკვას. მე კი ამას ღიად ვამბობ, რომ მარიუპოლში ყველა ბიჭს, ჩვენი გამარჯვება უნდა, მათ თავისუფალი ქალაქი უნდათ, არცერთი მათგანი არ აპირებს, მტერთან დანებებას, ეს არის მათი შინაგანი განცდა, ეს არის ის, თუ როგორები არიან ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა