გიორგი ქუფარაშვილი მარიუპოლზე - ბავშვები, ქალები, ასაკოვანი ხალხი ცოცხლად დაიმარხნენ

ბავშვები, ქალები, ასაკოვანი ხალხი ცოცხლად დაიმარხნენ , - ამის შესახებ ბატალიონ „აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ქუფარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა, როდესაც მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მან გაიხსენა შემთხვევები, როდესაც რუსები შენობებს ესროდნენ, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისმოდა, თუმცა ხალხის ამოყვანა ვერ ხერხდებოდა.

ქუფარაშვილის თქმით, ადამიანები „ცოცხლად დაიმარხნენ“.

„აბსოლუტურად ყველა შენობაში ყველა კორპუსში მცხოვრებლები სარდაფებში იყვნენ. მოსახლეობის გამოყვანა იქიდან შეუძლებელი იყო. ბევრჯერ გვინახავს, როცა ესვრიან შენობებს და ჩემს თვალწინ, ათამდე კორპუსი მაქვს ნანახი, რომ ჩამოშლილა, სადაც მანამდე, 100-მდე ადამიანი ყოფილა. ბრძოლები გაგრძელებულა, აგვიღია ეს ტერიტორია, ხანდახან ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხმები ისმის, მაგრამ მათი იქიდან ამოყვანა შეუძლებელია. ის ხალხი არის ცოცხლად ჩამარხული როგორც ბავშვები, ისევე ქალები, მამაკაცები, ასაკში მყოფი ხალხი, ისინი ცოცხლად დაიმარხნენ.

ყოველდღიურ საკვებზე ისინი გამოდიოდნენ და რაღაცნაირად გროვდებოდა ან წყალს აგროვებდნენ როგორღაც, ან სამხედროებისგან იღებდნენ საკვებს, ეს იყო ერთი დღის მარაგი. იქ გათბობა არ არის, განათება არ არის, წყალი არ არის, სამედიცინო დახმარება არ არის - ისინი არიან ცოცხლად დამარხულები“, - განაცხადა ქუფარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა