სოზარ სუბარი - უამრავჯერ მოვისმინეთ, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა - მჯერა, სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ სააკაშვილს არაფერი დაუშავდეს

მე მჯერა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საკმარისი ყურადღება მიექცეს და მას არაფერი დაუშავდეს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უამრავჯერ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ განცხადებები, თუმცა არცერთი არ გამართლდა.

„არ მინდა ძალიან ცინიკური ვიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ არხზე, მას შემდეგ, რაც საჯარო გახდა ბაკურიანის შეკრება უსისხლო რევოლუციის ორგანიზებაზე, პირდაპირ იწინასწარმეტყველა, რომ ახლა მორიგ სასამართლო სხდომაზე ჩვენ ვიხილავთ როგორ გახდება სააკაშვილი ცუდად და სამწუხაროდ დღეს ეს ვიხილეთ.

ამ თვეების განმავლობაში მოვისმინეთ უამრავჯერ, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა. გიორგი ბარამიძემ გამოაცხადა და დღემდე ჯანმრთელია და კარგად არის. გახსოვს, როგორ ხდებოდა მისი დასხივება საავადმყოფოს ეზოში არსებული მანქანიდან და მეორე არა და მესამე დღეს დაივიწყეს ეს თემა. ფარმაკოლოგიური წამება საერთოდ ევროსასამართლომაც უარყო და სახალხო დამცველის მიერ დანიშნულმა სამედიცინო კომისიამაც. ინვალიდიზაცია ხდებაო და არც ეს არ გამართლდა.

მე მჯერა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ მის ჯანმრთელობას საკმარისი ყურადღება მიექცეს და მას არაფერი დაუშავდეს, გაცილებით მძიმე ავადმყოფები გვინახავს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში და ყველას ექცევა სათანადო ყურადღება 20012 წლის მერე. 2012 წლამდე რომ არ ექცეოდა ყურადღება ამიტომ იყო რომ წელიწადში 140-150 კაცი კვდებოდა და ახლა კვდება 15 ადამიანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა