ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ზელენოდოლსკი დაბომბეს

ზელენოდოლსკის თემის ხელმძღვანელის, დმიტრო ნევესელის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ზელენოდოლსკი დაბომბეს, რამაც კომუნალური სისტემების დაზიანება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

,,დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური სისტემები. ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეწყდა. სარემონტო სამუშაოები დილიდან დაიწყება", - წერს ნევესელი.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, თემის ხელმძღვანელის თქმით, მსხვერპლი არ არის. ნევესელიმ ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი განგაშის დროს, თავშესაფრების გამოყენებისკენ მოუწოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი