ნატო-ში არიან ქვეყნები, რომელთაც უკრაინის ომის გაგრძელება სურთ. ისინი ომის გაგრძელებაში, რუსეთის დასუსტების საშუალებას ხედავენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქულ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჩავუშოღლუს თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს უკრაინაში არსებული მდგომარეობა არ აღელვებთ.
,,ნატო-ში არიან ქვეყნები, რომელთაც უკრაინის ომის გაგრძელება სურთ. ისინი ომის გაგრძელებაში, რუსეთის დასუსტების საშუალებას ხედავენ. მათ, უკრაინაში არსებული მდგომარეობა დიდად არ აინტერესებთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
რაც შეეხება პუტინი-ზელენსკის შეხვედრას, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილება.
,,პუტინს და ზელენსკის ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეხვედრა, ორი ლიდერის შეხვედრა განიხილება. თუ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება, ეს შესაძლოა, სტამბოლში ან ანტალიაში იყოს", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.