ჯო ბაიდენი უკრაინელებზე - ისინი იმაზე ძლიერები და ამაყები არიან, ვიდრე მეგონა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის გაოცებულია უკრაინელი სამხედროების მტკიცე წინააღმდეგობით.

”ისინი უფრო ძლიერები და ამაყები არიან, ვიდრე მე მეგონა”, - აღნიშნა ბაიდენმა თავდაცვის საკითხების მრჩევლებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა.

„ერთიანმა, კონცენტრირებულმა და ენერგიულმა ნატო-მ შოკირებული დატოვა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი,“- აღნიშნა ბაიდენმა.

”უკრაინაში იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში,” - აღნიშნა ბაიდენმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო