გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი 9 მაისს დაგეგმილ გამარჯვების დღის ღონისძიების აღნიშვნის წინ, სავარაუდოდ, ცდილობს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს

რუსეთი 9 მაისს დაგეგმილ გამარჯვების დღის ღონისძიებების აღნიშვნის წინ სავარაუდოდ ცდილობს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. ­ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დაზვერვის განმარტებით, ამ ფაქტორმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე თუ რამდენად სწრაფად და ძალისმიერად ჩაატარებენ „ოპერაციას“ დადგენილ თარიღამდე.

„რუსული ძალები წინ მიიწევენ დონბასში არსებული პოზიციებიდან კრამატორსკის მიმართულებით, რომელიც კვლავ განიცდის უწყვეტ სარაკეტო თავდასხმებს.

რუსეთის საჰაერო აქტივობები მაღალ დონეზე რჩება, რადგან რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევით ოპერაციას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს, გაანადგუროს უკრაინის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი