კიბერუსაფრთხოების ბიუროს მუშაობას თავდაცვის ატაშეები გაეცნენ

კიბერუსაფრთხოების ბიუროს მუშაობას თავდაცვის ატაშეები გაეცნენ

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი ყოველწლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესისა და სამომავლო გეგმების გაცნობას ისახავს მიზნად.

„უცხოელ დიპლომატებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ უმასპინძლა. მან თავდაცვის ატაშეებს ბიუროს მიზნების, ამოცანების, მიღწევებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრები კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის ვიზიტები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.