ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 2019 წლიდან ჩაკეტილი იყო, სააღდგომოდ გაიხსნა

ამ დროისთვის ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე. წ. გამშვები პუნქტი გახსნილია. არსებული ინფორმაციით, 25 აპრილის ჩათვლით ოკუპირებული დაბის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ე.წ.პროპუსკს ან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პასპორტს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.

თინიკაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი ჩაკეტილი იყო.

“დღეიდან გაიხსნა ე.წ. გამშვები პუნქტი, რის საფუძველზეც, იმ პირებს, ვინც ფლობს დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაცემულ “პროპუსკებს~, ან ე.წ. პასპორტებს, 25 აპრილის ჩათვლით შესაძლებლობა მიეცემათ, რომ შევიდნენ საკუთარ სოფლებში, სახლებში აღდგომის დღესასწაულზე, გავიდნენ საფლავებზე და მოინახულონ იქ დარჩენილი ახლობლები. მოგეხსენებათ, 2019 წლის 5 სექტემბრის შემდეგ დე ფაქტო რეჟიმი საშუალებას არ აძლევდა ახალგორელებს, რომ დაბა დაეტოვებინათ და სხვადასხვა საჭიროებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ, ან პირიქით, აქეთ დარჩენილები შესულიყვნენ საკუთარ სახლებში. ეს ჰუმანიტარული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრაზე და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველმა მხოლოდ ახლა მიიღო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროებით მოხსნის გადაწყვეტილება”, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ მძიმე პაციენტების გადმოყვანა მოხდა რამდენჯერმე ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის