კიევს დღეს ორი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეწვევა. უკრაინის ლიდერებთან შესახვედრად დედაქალაქში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედრიქსენი ჩავლენ.
ფრედრიქსენის უკრაინაში ჩასვლის ზუსტი დრო ცნობილი არ არის, თუმცა როგორც მის ოფისში განაცხადეს, მხარეები უკრაინისთვის შემდგომ დახმარებას და ომის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვის გამო სამართლებრივ დევნას განიხილავენ.