დეტექტივს, რომლის ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ბრალდებულ დეტექტივს, ერიკ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ერიკ წურწუმიასთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარეს კი შუამდგომლობა საერთოდ არ დაუყენებია.

პროკურორ ლევან ქუთათელაძის განმარტებით, ერიკ წურწუმიამ ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და ასე შეეცადა ზურაბ გველესიანის დაკავებას, რასაც გველესიანი არ დაემორჩილა. წურწუმიამ მისი შებოჭვა სცადა, რა დროსაც გაუფრთხილებლობით გასროლა განახორციელა მის მიმართ.

ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ ბრალდებულს მძიმე კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხებზე საუბრობდა.

ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ბრალდებულს დაზიანება ჰქონდა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ადვოკატ თეონა გვაზავას განმარტებით, ისინი სასამართლოს ალტერნატივას არ სთავაზობენ. გვაზავას თქმით, ისინი ბრალდების მხარის აპელირებას დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხესთან დაკავშიებით, არ ეთანხმებიან.

ადვოკატის განცხადებით, ერიკ წურწუმია პოლიციაში თავად გამოცხადდა, შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეები უსაფუძვლოა. გვაზავას თქმით, ბრალდებულმა სამოსი, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა, პოლიციას თავად გადასცა. გვაზავას განმარტებით, ბრალდებული წუხს არა იმის გამო, რომ ის დაკავებულია, არამედ იმის გამო, რომ გასროლას სხვისი სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება დაზიანებას, დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული წურწუმიამ გველესიანის დაკავების მომენტში გაწეული წინააღმდეგობისას მიიღო.

დღევანდელ პროცესზე თავად ბრალდებულმაც ისარგებლა სიტყვით და აღნიშნა, რომ ის მომხდარის გამო წუხსს და ვერაფერს შეცვლის.

ერიკ წურწუმიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წარუდგინდეს.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა