„აზოვის“ პოლკის ყოფილი მეთაური - რუსული ძალები მარიუპოლის დაბომბვას განაგრძობენ - ისინი ცინიკურად ესროდნენ  თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა

„აზოვის“ პოლკის ყოფილი მეთაურის მაქსიმ ჟორინის განცხადებით, რუსული ძალები, მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, მარიუპოლის დაბომბვას განაგრძობენ.

„რუსული ძალები არ წყვეტენ მარიუპოლის ტერიტორიების დაბომბვას ე.წ. "მწვანე დერეფნების" შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, რაც ზღუდავს იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა ევაკუაციაც შესაძლებელია. დაფიქრდით, ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანია, ზოგიერთი მათგანი ნანგრევების ქვეშაა, ზოგი სარდაფებში,“- აღნიშნა მაქსიმ ჟორინმა.

მისი თქმით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და მათ შორის არიან ქალები, ბავშვები და მოხუცები.

„ბევრი მათგანი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზეა, ბევრი ბავშვი, ქალი, მოხუცი. დღეს კი, როცა მწვანე დერეფანზე შეთანხმდნენ, რუსები ცინიკურად ესროდნენ თავშესაფრებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსების ნდობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“- აღნიშნა ჟორინმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა