დავით ნარმანია - *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი *303#ok-ის მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე, კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3 153 217 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზე ფიქსირდება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის მიერ დანერგილ გამარტივებულ მომსახურებებზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია კომუნალური ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონებზე *303#ok-ის საშუალებით. მომსახურება უფასოა, არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას და ყველა ტიპის მობილურისთვის არის ხელმისაწვდომი.

„სემეკის მიზანია, მომხმარებლებს კომუნალური კომპანიებისგან მომსახურების მიღება გაუმარტივოს. *303#ok არის მარტივი სერვისი - მობილურ ტელეფონში *303#ok-ის აკრეფით, მომხმარებელს შეუძლია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ან სასმელი წყლის ავარიული წყვეტა დააფიქსიროს, რაზეც კომპანია ვალდებულია რეაგირება ოპერატიულად განახორციელოს, მომარაგების პრობლემა დააფიქსიროს, მათ შორის, დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა, გადაამოწმოს დარიცხვა, ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი მიიღოს; მობილურის ნომერი დაამატოს სასურველ აბონენტის ნომერზე, წაშალოს არასასურველი ნომერი.

*303#ok-ს სხვადასხვა ფუნქცია აქვს, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება სარგებლობს. მომხმარებელს კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა, ან ქოლცენტრთან დაკავშირება აღარ სჭირდება, არამედ მობილურ ტელეფონზე *303#ok -ისა და შესაბამისი მოთხოვნის მითითებით, კომუნალური კომპანიისგან უკუკავშირსა თუ განმარტებას მარტივად და მოკლე დროში იღებს. დარიცხვის გადამოწმება შესაძლებელია ქვითრის მისვლისთანავე“, - განმარტავს დავით ნარმანია.

სემეკის ცნობით, *303#, როგორც მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი მომსახურება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის 2020 წელს შეიქმნა. უახლოეს ხანებში იგეგმება აპლიკაციის შექმნა.

„დავით ნარმანიამ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის საშუალებითაც, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით რამდენიმე კომუნალური მომსახურება მიიღონ - ბინის ყიდვის, ან იჯარის შემთხვევაში კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად დარეგისტრირდნენ, მონაცემები განაახლონ, ასევე უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური დავალიანება, შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, გადაამოწმონ. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. 2019 წლიდან დღემდე აღნიშნული პროექტით 43 827 მოქალაქემ ისარგებლა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა