დავით ნარმანიას განცხადებით, აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ისინი კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას შეძლებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე თვეში აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ისინი კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

მისივე თქმით, აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც Android-ის, ისე iOS სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის.

„გარდა იმისა, რომ დღეს ნებისმიერი მობილური ტელეფონიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება დავალიანების შესახებ და ა.შ. კიდევ უფრო გავამარტივებთ ამ სერვისს. მობილური ტელეფონებისთვის სპეციალური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომელიც კონკრეტული აბონენტებისთვის იქნება და მას კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით ერთ აპლიკაციაში ექნება ყველაფერი. მათ შორის, ერთზე მეტ საცხოვრებელ სახლს, ან ბინას, ან ა.შ. თუ ფლობს, ამ შემთხვევაში ერთი აპლიკაციით შეძლებს, რომ კომუნალური სერვისები სრულად მართოს. ასე რომ, ეს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამარტივებს.

აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე თვე დასჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს აბონენტებს მაქსიმალურად დახვეწილი აპლიკაცია შევთავაზოთ, ამიტომაც ძალიან არ ვჩქარობთ. მაქსიმალურად გვინდა, რომ ყველა ნიუანსი გავითვალისწინოთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს