მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილისთვის ვლოცულობთ, ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია - რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს

მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია- რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების გამო "სამარცხვინოა", მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ მას ამ განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს, საპატრიარქოს მხრიდან პოლიტიკურ განცხადებებს კი აზრი არ აქვს.

"მინდა გითხართ, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილისთვის ვლოცულობთ. მე ხშირად მივდივარ მის მოსანახულებლად. ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია. რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს. ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს, ალბათ მოვინახულებ", -აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

კითხვაზე, შეასრულებს თუ არა საპატრიარქო შუამავლის როლს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, მეუფე ნიკოლოზი ასე პასუხობს: "აზრი არ აქვს. შესაძლოა, ხალხი პოლიტიკურ ფუნქციას გვანიჭებს, მაგრამ საპატრიარქო, ეკლისია, რელიგიური შინაარსის ორგანიზაციაა, მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია და ვლოცულობთ".

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა