შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნა თურაგაისთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა თურქეთის მხარეს არსებულ „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაიმართა.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების განსაკუთრებულ წვლილს, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საფუძველია.

„ჩვენი საბაჟო ადმინისტრაციების მიზანია, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის საფუძველზე, თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც თავის მხრივ, საბაჟო ფორმალობებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს. ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვები შეუფერხებლად განხორციელდეს, ხოლო გაზრდილი ტვირთბრუნვის ეფექტური მართვა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესსექტორისთვის გაცილებით მეტი შედეგების მომტანი იყოს", - განაცხადა ლევან კაკავამ.

„ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტები დაათვალიერეს და ტვირთების განბაჟების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე სამუშაო შეხვედრას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან კაკავამ თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა