„აზოვი“ - მიუხედავად უკიდურესად რთული ვითარებისა, რუსეთის 3 ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი გავანადგურეთ

„აზოვის“ პოლკმა „ტელეგრამის“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რთული ვითარების მიუხედავად მათ მაინც შეძლეს რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება.

„მიუხედავად უკიდურესად რთული ვითარებისა, უკანასკნელი დღის განმავლობაში „აზოვმა“ შეძლო 3 ტანკის, 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი განადგურება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის გათავისუფლების“ შესახებ მოახსენა, თუმცა აღნიშნა, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლია.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა