იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, იმუნიზაციის საბჭომ რეკომენდაცია გასცა, მოქალაქეებმა მეოთხე დოზა, პირველი „ბუსტერიდან“ 4 თვის შემდეგ გაიკეთონ.

„იმუნიზაციის საბჭო გაიმართა, სადაც ყველა შესაბამისი სტრუქტურა მონაწილეობდა, რომელსაც ამ მხრივ რეკომენდაციების შეთავაზება შეუძლია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის რეკომენდაციები პრაქტიკულად იდენტური იყო - ჩვენ მხარს ვუჭერთ მეოთხე დოზას, მეორე „ბუსტერ დოზის“ გამოყენებას საქართველოში. განსაზღვრული გვაქვს, რა ასაკობრივ ჯგუფს უნდა შეეხოს, ეს არის 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა აუცილებელია, ვინაიდან ვაქცინაციიდან 4-5 თვის შემდეგ იმუნიტეტი მცირდება და გააქტიურება სჭირდება.

ჩვენ 4 თვიანი პერიოდი განვსაზღვრეთ. ამიტომ, ყველა ის ადამიანი, რომელიც 50 წელს გადაცილებულია და 4 თვის წინ აქვს გაკეთებული პირველი „ბუსტერ დოზა“, მათ შეუძლიათ მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტს, როდესაც შესაბამისი სამთავრობო დადგენილება იქნება.

ამ რეკომენდაციას საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ და შემდეგ იქნება მთავრობის გადაწყვეტილება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, დარგის ექსპერტები და იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფი კონცენტრირებული იყო ასაკზე. ყველა ქვეყანას სხვადასხვა ასაკი აქვს. ჩვენთან, 50 წელს ზემოთ გადაცილებულებში ყველაზე მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი, ამიტომ გვჭირდება იმ ასაკობრივი ჯგუფის გაძლიერება, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია, სწორედ ასეთია 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა. ვფიქრობ, თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული, მნიშვნელოვანი იქნება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

გარდა ამისა, მან ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა „ბუსტერი“ გაიკეთონ ზაფხულში, შვებულებამდე, ვინაიდან მობილობის დროს ინფიცირების რისკი იზრდება.

„შევახსენებ მოსახლეობას, რომ პანდემია არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, ეპიდვითარება გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა. 300-400 ინფიცირებული დიდი მაჩვენებელია, ჩვენ პანდემია 6-10 ინფიცირებულით დავიწყეთ. პანდემიის პირველ პერიოდთან შედარებით ახლა მაჩვენებელი გაზრდილია.

ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა „ბუსტერი“ გაიკეთონ ზაფხულში, შვებულებამდე. როდესაც მობილობა იმატებს, ინფიცირების რისკი იზრდება. გვახსოვს 2020-2021 წელს შემთხვევების მატება. წლევანდელი წელი გამონაკლისი არ იქნება. შემთხვევების მატება გვექნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც იყო 2020-2021 წელს. პროგნოზი მარტივია, მობილობის გაზრდა შემთხვევების მატებას გამოიწვევს“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა