გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ ითხვისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, სოფელ ითხვისში არსებული მდომარეობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით აუცილებელია გადაუდებლად შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ მოხდება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რის შედეგადაც მომზადდება საბოლოო დასკვნა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა, კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით, შეაფასა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არსებული მდგომარეობა.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა გართულებული გეოდინამიკური პირობების წინასწარი ვიზუალური შეფასება, რომლის საფუძველზე შედგენილი იქნა შესაბამისი პირველადი დასკვნა, რომელიც განვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზ/ფაქტირების ზუსტად დადგენის საშუალებას არ იძლევა. გამოიკვეთა გარკვეული ოჯახების გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის აუცილებლობა და ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან გადაყვანას დაექვემდებარა 20 ოჯახი. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის და განსახლების უზრუნველყოფის საკითხი სცილდება გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

რაც შეეხება დეტალურ (სიღრმისეულ) შეფასებას, არსებული მდომარეობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით აუცილებელია გადაუდებლად შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებით (სამთო ინჟინერი, მარკშეიდერი, გეოფიზიკოსი, კონსტრუქტორი, გეოლოგი და სხვა). სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ მოხდება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რის შედეგადაც მომზადდება საბოლოო დასკვნა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა მიზეზების დადგენისა და შემდგომში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, გაეგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა სახელმწიფო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწის ჩავარდნის გამო, 20-მდე სახლი საცხოვრებლად უვარგისია. დაზიანებულია გზებიც. ადგილობრივები აღნიშნულს სოფელში მიმდინარე, მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწის მასების ჩამოშლა სწორედ სამუშაოების დაწყების შემდეგ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა