ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც აღიარეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც აღიარეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა.

ლატვიის სეიმმა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და ომის დანაშაულების შესახებ განცხადება ერთხმად მიიღო.

„სეიმი გმობს რუსეთის საომარ აგრესიასა და ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით. რუსეთის გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა, ასევე რუსეთის მიერ გაეროს დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიღების შემდეგ სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩარდ კოლი უკრაინელი ხალხის დაცვის მოწოდებით გამოვიდა, რათა არ მოხდეს შემდგომი დანაშაულების ჩადენა კაცობრიობის წინააღმდეგ და დახმარება გაუწიონ უკრაინას ოკუპანტისგან თავისი მიწის გათავისუფლებაში.

„ამის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ იარაღის მიწოდების სწრაფი და მკვეთრი ზრდის შედეგად და ევროკავშირის მიერ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის დაუყოვნებლივი შეწყვეტით“, - განაცხადა რიჩარდ კოლიმ.

რაც შეეხება ესტონეთს, განცხადების თანახმად, პარლამენტი აღიარებს რუსი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედებას, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და მოუწოდებს სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც ეს აღიარონ.

„რუსეთის ფედერაციამ გენოციდის აქტი ჩაიდინა, ამასთან, მასობრივი სიმხეცე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონკრეტულად ქალაქ ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში, ასევე სხვა ბევრ დასახლებულ პუნქტში. ეს გამოიხატება მკვლელობაში, ადამიანთა გატაცებაში, დეპორტაციაში, თავისუფლების აღკვეთაში, წამებაში, გაუპატიურებაში და ასევე ცხედრების შეურაცხყოფაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა