ფინანსთა სამინისტრო - საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წარმატებულ თანამშრომლობას განაგრძობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, ასევე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობას და ბანკის მხარდაჭერილ პროექტებს ჩვენს ქვეყანაში მაღალი შეფასება მისცეს. ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დახმარების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლს.

„ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე ინფორმაცია გააცნო და COVID-19-ის კრიზისის შედეგებსა და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ დღეს არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რეფორმების დღის წესრიგს თანმიმდევრულად განახორციელებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის გაძლიერება, დიგიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების განვითარება, კაპიტალის ბაზრის რეფორმა და სხვა.

ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში და მის გუნდს მტკიცე და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ მსოფლიოსა და რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებში პროექტების დაფინანსებით, საქართველოს განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

ამჟამად, EBRD-ის პორტფელის მოცულობა 4,6 მილიარდ ევროზე მეტია, საიდანაც 79% კერძო სექტორშია ინვესტირებული,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო