ფონდმა „ბილივმა“ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო

ფონდმა ,,ბილივმა" უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია“ ბილივი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში გროვდება როგორც ფინანსური რესურსი, ასევე სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ნივთები მეგობარი ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერით.

ამ დრომდე შეგროვებული თანხა სრულად ხმარდება ჰუმანიტარულ მიზნებს, კერძოდ კი, საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. როგორც „ბილივის“ პროექტების კოორდინატორმა ნატა დგებუაძემ აღნიშნა, შემოწირულობის სახით „ბილივმა" 38,444 ლარი შეაგროვა.

„ეს ჩვენ ქართველი ხალხისგან მივიღეთ და გადავურიცხეთ კიევში მყოფ ქართველებს უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე დავეხმარეთ საქართველოში მყოფ უკრაინელ ოჯახებს. კამპანია გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს”, - განაცხადა ნატა დგებუაძემ.

„კამპანიის წამოწყებიდან „ბილივი" ყოველდღურად 200-მდე ადამიანს ეხმარებოდა, მათ შორის იყვნენ შშმ პირები და მოხუცები, რომლებიც ომის შედეგად განსაკუთრებულად დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგდნენ მოქალაქეები, როგორც უშუალოდ კიევში, ასევე ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა უკრაინის იმ ქალაქებში, რომლებიც ცხელ წერტილებს წარმოადგენენ. ეს ყველაფერი კიევში მყოფ ქართველებთან ერთად მჭირდო თანამშრომლობით განხორციელდა. კამპანიის ფარგლებში, ,,ბილივმა" ასევე დაიწყო უკრანიდან ევაკუირებული და საქართველოში, კერძოდ ქ.ფოთში მყოფი ადამიანების დახმარება. ორგანიზაცია სააღდგომოდ რამდენიმე ოჯახს უკვე ესტუმრა და მსგავს საქველმოქმედო ინიციატივებს მომავალშიც გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო