უკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 მაისამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაწესებული საომარი მდგომარეობა 25 მაისამდე გახანგრძლივდა.

ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 25 აპრილამდე მოქმედებდა და მისი ვადა ახლა 30 დღით გახანგრძლივდა.

საომარი მდგომარეობის დროს ქვეყანაში წესდება შემოსვლისა და გამოსვლის სპეციალური რეჟიმი, შეზღუდულია მოქალაქეების, უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების გადაადგილების თავისუფლება, ასევე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. დაწესებულია „კომენდანტის საათი“.

ასევე, საომარი მდგომარეობის პერიოდისთვის შესაძლებელია აიკრძალოს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ან საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობა, რომლებიც მუშაობენ უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება