ვახტანგ გომელაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამის უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში შვეიცარიის იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა