ვოლოდიმირ ზელენსკი - დახმარება დღეს უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ ახალ სანქციებსა და უკრაინის დახმარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს ,,ტვიტერის" გვერდზე ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის იზოლირების მიზნით ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები და უკრაინის დახმარება ,,იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე".

,,მადლობელი ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტისა ამერიკელი ხალხის ლიდერობისთვის, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ხალხს მხარს უჭერს. ეს დახმარება დღეს უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე! ის ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველების სიცოცხლეს გადაარჩენს და უკრაინაში, მშვიდობის აღდგენასთან გვაახლოებს", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, თეთრ სახლში დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა და უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. კერძოდ, აშშ უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს, რუსეთს კი მორიგ სანქციებს დაუწესებს. რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ს პორტებში შესვლა ეკრძალებათ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს