ესპანეთის პრემიერი - უკრაინაში იარაღის ახალი ტვირთი გაიგზავნა

ესპანეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, რომელიც 200 ტონა საბრძოლო და სამხედრო მასალას, სატვირთო ავტომობილებს და ჯავშანმანქანებს მოიცავს. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ - მინისტრმა, პედრო სანჩესმა კიევში დანიის პრემიერ - მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

„მსურს განვაცხადო, რომ ესპანეთიდან უკრაინაში იარაღის ახალი ტვირთი გაიგზავნა - ესპანურ გემ „იზაბელს“, რომელიც დღეს ესპანეთის პორტიდან პოლონეთში გაემგზავრა, 200 ტონა საბრძოლო და სხვა სახის მასალები გადააქვს. მასზე სამხედრო მასალებით დატვირთული 30 სატვირთო ავტომობილი და 20 ერთეული ჯავშანტექნიკაა”, - განაცხადა სანჩესმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს დახმარება იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ესპანეთს ოდესმე სხვა ქვეყნისთვის გაუგზავნია. ესპანეთის პრემიერ - მინისტრის თქმით, ახლანდელი სამხედრო დახმარება იმაზე მეტი ოდენობისაა, ვიდრე უკრაინისთვის გაგზავნილი წინა ტვირთი.

"ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს", - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა