ვოლოდიმირ ზელენსკი - წინ გველოდება გადამწყვეტი რთული დღეები, გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მიწისთვის, უკრაინული დონბასისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ წინ გადამწყვეტი ბრძოლაა უკრაინული მიწისა და დონბასისთვის.

ზელენსკის განცხადებით, სტუმრებს უკრაინის საჭიროებების შესახებ ესაუბრა.

,,ჩვენ წინ გველოდება გადამწყვეტი რთული დღეები, გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მიწისთვის, უკრაინული დონბასისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა ჩვენმა დამცველებმა ჩვენი მიწა და საკუთარი სიცოცხლე ეფექტურად დაიცვან. დღეს, ჩვენს სტუმრებს უკრაინის საჭიროებების შესახებ ავუხსენით. ჩვენ მათგან, დროულ დახმარებას ველოდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ზეწოლა უნდა გაზარდოს იქამდე, ვიდრე რუსეთის აგრესია არ შეწყდება.

,,ეს ზეწოლა უნდა გაიზარდოს მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესია არ შეწყდება და მე ნამდვილად მინდა, რომ ყველა ეს სანქციები სიღრმისეული და ეფექტური იყოს, რათა ეს რუსეთის ფედერაციამ ნამდვილად იგრძნოს. თუ Swift-დან გათიშვა მოხდება, გააკეთეთ ეს ყველა ბანკისთვის. ნუ დააყენებთ, მხოლოდ რუსეთიდან ევროპაში ენერგეტიკის მიწოდების შეზღუდვის საკითხს, კონკრეტულად ნავთობსა და გაზზე დააწესეთ ემბარგო", - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გასაძლიერებლად, აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო