რუსეთმა ამერიკის 29 მოქალაქეს, მათ შორის კამალა ჰარისს და მარკ ცუკერბერგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის იმ მოქალაქეების სია გააფართოვა, რომელთაც რუსეთში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ ჩამონათვალში შევიდა 29 ამერიკელი „უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, ბიზნესმენი, ექსპერტი და ჟურნალისტი, რომლებიც რუსოფობიურ დღის წესრიგს ქმნიან“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

კერძოდ, სიაში არიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რონალდ კლაინი, Bank of America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან მოინიჰანი, Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი, სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების ხელმძღვანელები და ინგლისურენოვანი Meduza-ს მთავარი რედაქტორი, კევინ როტროკი.

გარდა ამისა, „მუდმივად მზარდი ანტირუსული სანქციების“ საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სტოპ სიაში“ კანადის 61 მოქალაქე შეიყვანა.

The Insider-ის ინფორმაციით, 20 აპრილს რუსეთმა უკრაინიდან 31 საზოგადო მოღვაწის შესვლა 50 წლით აკრძალა. სიაში მოხვდნენ ჯგუფ „Okean Elzy“-ის ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, მომღერალი სვეტლანა ლობოდა, ჯგუფი „ნერვის“ ლიდერი, ჟენია მილკოვსკი, შოუმენი ანდრეი დანილკო (იგივე ვერკა სერდიუჩკა), მომღერალი დიმიტრი მონატიკი და გადაცემა Орел и Решка-ს წამყვანები და პროდიუსერები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო