ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჯერა, უკრაინა ევროკავშირში უფრო სწრაფ გაწევრიანებას იმსახურებს - ჩვენ თავს თანასწორად ვთვლით, არა თქვენზე უკეთესად, მაგრამ აუცილებლად თანასწორად

ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ევროკავშირში უფრო სწრაფ გაწევრიანებას იმსახურებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას სურს უკრაინა ალიანსში იმ მეგობრებთან და პარტნიორებთან იყოს, რომლებიც ქვეყანას ეხმარებიან.

,,ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ევროკავშირში უფრო სწრაფ გაწევრიანებას იმსახურებს. ჩვენ, თქვენი მხარდაჭერის, თქვენი გუნდის, თქვენი ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიმართ იმედიანად ვართ. ჩვენ თავს თანასწორად ვთვლით. არა თქვენზე უკეთესად, მაგრამ აუცილებლად თანასწორად და ჩვენ ნამდვილად გვინდა ვიყოთ ალიანსში იმ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან და გვეხმარებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა