კონგრესმენი დევიდ სისილინი - ნატო-ს წევრობის წინაპირობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომისთვის გაეროში ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრის დროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კონგრესმენმა, დევიდ სისილინმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს წევრობის მიმართულებით პროგრესის მისაღწევად საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს.

„ვფიქრობ, ნატო-ს წევრობის მიმართულებით პროგრესის გასაგრძელებლად საუკეთესო გზა არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალიან მძიმე სამუშაოს გაგრძელება.

ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ამაყი პარტნიორი იქნება ამ მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება კი არის ნატო-ს წევრობის წინაპირობა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან სრული მხარდაჭერა გექნებათ ამის განხორციელებაში“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო