Human Rights Watch - რუსულმა ძალებმა ბუჩაში აშკარა ომის დანაშაულები ჩაიდინეს

რუსულმა ძალებმა, 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩას დაკავების დროს, აშკარა ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, Human Rights Watch-ის მკვლევარებმა, რომლებიც ბუჩაში 4-დან 10 აპრილამდე მუშაობდნენ, მას შემდეგ რაც რუსულმა ძალებმა დატოვეს ტერიტორია, სიკვდილით დასჯის, სხვა უკანონო მკვლელობების, იძულებით გაუჩინარების, წამებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები იპოვეს.

,,ბუჩას თითქმის ყველა კუთხე ახლა დანაშაულის ადგილია და ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სიკვდილი ყველგანაა. მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა ბუჩას ოკუპაციით, სამოქალაქო ცხოვრებისა და ომის კანონების ფუნდამენტური პრინციპების მიმართ, სიძულვილი და უგულებელყოფა აჩვენეს", - განაცხადა Human Rights Watch-ის კრიზისისა და კონფლიქტების მკვლევარმა რიჩარდ უეირმა.

იხილეთ ვიდეო:Human Rights Watch - რუსულმა ძალებმა ბუჩაში აშკარა ომის დანაშაულები ჩაიდინეს

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო