უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დღეს დონეცკის აღმოსავლეთში, 42 სოფელი დაიკავეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის უფროსის თანაშემწე ოლენა სიმონენკომ ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დღეს დონეცკის აღმოსავლეთში, 42 სოფელი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თანაშემწე ოლენა სიმონენკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა სოფლები შესაძლოა, ,,ხვალ დაიბრუნონ".

როგორც BBC-ი იუწყება, რუსეთი დონბასში შეტევას აგრძელებს, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკისგან შედგება და ცდილობს, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში თავისი კონტროლი გააფართოვოს.

აშშ-ის თავდაცვის კვლევითი ცენტრის განცხადებით, გუშინ, რუსეთის ძალებმა მცირე წარმატებას მიაღწიეს. მათ, ფრონტის ხაზის ძირითადი ქალაქები, რუბიჟნოე და პოპასნა აიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა