ვოლოდიმირ ზელენსკი - იძულებით გადაადგილებული უკრაინელები საკომუნიკაციო საშუალებებს მოკლებული არიან, მათ ყველაფერს ართმევენ, დოკუმენტებსაც კი -  ისინი რუსეთის შორეულ რეგიონებში ნაწილდებიან

წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც გოგონა რუსული ,,საფილტრაციო ბანაკიდან" გარბის და კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა ეს, ის ამბობს, რომ რუს ჯარისკაცებს ის უბრალოდ არ მოეწონათ, რადგან თუ მათ გოგონა მოეწონებოდათ, როგორც ბევრ სხვას, გააუპატიურებდნენ და შემდეგ მოკლავდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პარლამენტთან მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსული ძალების მიერ, იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს ყველაფერს, მათ შორის დოკუმენტებსაც ართმევენ.

"იძულებით გადაადგილებული უკრაინელები საკომუნიკაციო საშუალებებს მოკლებული არიან, მათ ყველაფერს ართმევენ, დოკუმენტებსაც კი. ისინი რუსეთის შორეულ რეგიონებში ნაწილდებიან. ოკუპანტებმა, ხალხის გასანაწილებლად სპეციალური ,,საფილტრაციო ბანაკები" მოაწყვეს. ზოგიერთს, ვინც იქ მიდის, უბრალოდ კლავენ, გოგონებს აუპატიურებენ. წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც გოგონა ასეთი რუსული ,,საფილტრაციო ბანაკიდან" გარბის და კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა ეს, ის ამბობს, რომ რუს ჯარისკაცებს ის უბრალოდ არ მოეწონათ, რადგან თუ მათ გოგონა მოეწონებოდათ, მასაც, როგორც ბევრ სხვას, გააუპატიურებდნენ და შემდეგ მოკლავდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა