უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების 15 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, 21 აპრილის შედეგების თანახმად, განადგურებულია: 3 თვითმფრინავი (Су-34, Су-35, Су-25); 3 ვერტმფრენი (ორი Ми-8 და ერთი Ka-52) და 9 უპილოტო საფრენი აპარატი ("Orlan-10").

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ომის დაწყების დღიდან 21 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს