ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ რუსეთს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ (OAS), რომელიც რეგიონული დიპლომატიის უძველესი ფორუმია, რუსეთს მუდმივი დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით მონაწილეობის უფლება შეუჩერა.

ორგანიზაციის განმარტებით, გადაწყვეტილება ძალაში დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს უკრაინაში.

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია 1948 წელს დაარსდა და ამერიკის კონტინენტის 35 დამოუკიდებელ ქვეყანას აერთიანებს. ის მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და განვითარება. ორგანიზაციამ მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი 72 ქვეყანას მიანიჭა. გადაწყვეტილებას აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის საერთაშორისო პლატფორმებზე რუსეთის იზოლაციის მიზნით დაწყებული „მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი.“

იხილეთ ვიდეო:ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ რუსეთს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა