უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში 10 შეტევა მოიგერიეს, დაღუპულია 250 ადამიანი

უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განადგურდა რუსული ძალების 6 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა, 15 მანქანა და ოთხი საარტილერიო სისტემა. გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

“გასულ ღამეს რუსეთის 58 არმიის შემადგენლობაში შემავალი 136-ე მოტომსროლელმა ბრიგადის ტაქტიკურმა ქვედანაყოფმა კურახოვსკის მიმართულებით მოქმედების დროს დიდი მსხვერპლი განიცადა (250 ადამიანი) და ასევე განადგურდა მათი 10 ერთეულ სარაკეტო და საარტილერიო სისტემა,“-ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 20 აპრილს ნოვოაიდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს 220 დაჭრილი რუსი სამხედრო და 50 დაღუპულის ცხედარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა