უკრაინელი სტუდენტები GIPA-ში უსასყიდლოდ ისწავლიან

GIPA უკრაინელ სტუდენტებს სრულად დაუფინანსებს სწავლას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ისწავლონ GIPA-ს მოქმედ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე, რომლებსაც ახორციელებენ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავაკასიური სკოლა და GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამებია მულტიმედია ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ამასთან საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

რაც შეეხება საკონტაქტო პირებს, საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორია ქეთევან ქორქია. ელ-ფოსტა: k.korkiya@gipa.ge, მობ: +995 591510090

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორია სალომე გველესიანი, ელ-ფოსტა: s.gvelesiani@gipa.ge, მობ: 595 54 34 42“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში განმარტავენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან GIPA ყოველმხრივ მხარს უჭერს უკრაინას. GIPA-ს სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისიება და აქტივობა გაიმართა.

„რადგან GIPA-ს უმთავრესი დანიშნულება ცოდნის გადაცემაა, საზოგადოებას პირველი დღიდან ვთავაზობთ მიმდინარე მოვლენების ანალიზს ჩვენი პროფესორების მიერ, სხვადასხვა Live და ბლოგის ფორმატებში.ასევე, GIPA-ში უკრაინელი ხალხისთვის სისხლის დონაციის აქცია გაიმართა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს. ამასთანავე, წითელ ჯვრის კოორდინირებით, GIPA-ს ფსიქოლოგიის პროფესორები ჩართულები არიან ინიციატივაში Psychological Assistance Group Georgia , რომლის ფარგლებშიც, უკრაინის მოქალაქეთათვის ქართველი ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების და სხვა სპეციალისტების შეთავაზებებისა და სერვისებს უზიარებენ. Radio GIPA-ში კი, ყოველდღე, 18:00 საათზე, პირდაპირ ეთერში უკრაინის ჰიმნი გადის. გარდა ამისა, სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად, GIPA უკრაინის მხარდასაჭერ სხვა მრავალ პროექტზე მუშაობს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო