სენატორ კრის კუნსის განცხადებით, ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოში რეფორმების გაგრძელებაა საჭირო

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ კრის კუნსის განცხადებით, ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად საქართველოში რეფორმების გაგრძელებაა საჭირო. ამის შესახებ სენატორმა ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიტიური შეხვედრა გაიმართა.

“ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას. დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და ქვეყნის განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ, რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას”,- განაცხადა სენატორმა კუნსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა