ივანე ჩხაიძე - როგორც წესი, საქართველოში აპრილში გრიპი არ არის, თუმცა ახლა გრიპის ვირუსი ფიქსირდება

1-ელი იანვრიდან 15 აპრილამდე გრიპის 19 შემთხვევა დაფიქსირდა - როგორც წესი, საქართველოში აპრილში გრიპი არ არის, თუმცა ჩვენთან გრიპის ვირუსები ფიქსირდება. მარტო გასულ კვირას 5 შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, 2020-2021 წლებში ქვეყანაში გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი გრიპის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

„როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, აქ მხედველობაში გვაქვს მწვავე რესპირაციული ვირუსით გამოწვეული დაავადებები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, ამ დაავადებების შემთხვევების მატება ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება.

პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ გრიპზე. ვირუსებს შორის ის გამორჩეულია, ვინაიდან გრიპთან არის ასოცირებული გაზრდილი მიმართვიანობა საავადმყოფოებში, გრიპი იწვევს მძიმე გართულებებს ფილტვების ანთების სახით და გარდაცვალების შემთხვევებიც ამ ვირუსებს შორის გრიპს მკვეთრად აქვს გამოხატული.

2020 წლის პანდემიის დაწყების შემდეგ, ის ღონისძიებები, რაც მიმართული იყო კორონავირუსის პრევენციისთვის ეფექტური აღმოჩნდა გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. სტატისტიკა, რომელიც საქართველოს ჰქონდა 2020 წელს, აჩვენებდა, რომ მთელი წლის განმავლობაში გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. პანდემიამდე, მარტო 10-12 შემთხვევა ფიქსირდებოდა იაშვილის კლინიკაში 1 კვირის განმავლობაში.

ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემსუბუქებამ, პრევენციული ღონისძიებებისადმი დამოკიდებულებამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა და განსხვავებული სურათი გვაქვს.

2021-2022 წლის რესპირატორული ვირუსების სეზონზე, მსგავსი ვირუსული პეიზაჟი სხვა წლებში არ გვინახავს, შეიცვალა ვირუსების განაწილების თანმიმდევრობა.

2020-2021 წელს იაშვილის კლინიკაში გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა გვქონდა, 2022 წლის პირველ იანვრიდან 15 აპრილამდე გრიპის 19 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აპრილის თვეშიც გვქონდა გრიპის შემთხვევების მატება. როგორც წესი, საქართველოში აპრილში გრიპი არ არის, თუმცა, ჩვენს კლინიკაში გრიპის ვირუსები ფიქსირდება, მარტო წინა კვირას 5 შემთხვევა გვქონდა დადასტურებული“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს