მარიუპოლის მერი - რუსებმა გვთხოვეს, მიგვეცა რუკა, საიდან დაიწყებოდა მოსახლეობის ევაკუაცია - ჩვენ მათ რუკა მივეცით, გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა - ავტობუსების რაოდენობა ვუთხარით, ამის შემდეგ კი გაანადგურეს ყველა ის ადგილი და ჩვენი ყველა ავტობუსი

მარიუპოლში მყოფი ადამიანების სიცოცხლე ვლადიმერ პუტინის ხელშია, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ძირი გამოუთხარა ევაკუაციის პროცესს, რომელიც მათ მარტის პირველ დღეებში დაიწყეს.

„მათ გვთხოვეს, მიგვეცა რუკა, საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია – ჩვენ მათ რუკა მივეცით. გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა, ავტობუსების რაოდენობა ვუთხარით. ამის შემდეგ მათ გაანადგურეს და დაანგრიეს ყველა ის ადგილი და გაანადგურეს ჩვენი ავტობუსები,“ - აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, ქალაქში ჯერ კიდევ 100 000 ადამიანია ჩარჩენილი და „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში მყოფი ჯარისკაცები დანებებას არ აპირებენ.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც იქ იმყოფებიან, მხოლოდ ერთი ადამიანის - ვლადიმერ პუტინის ხელშია,“ - აღნიშნა ვადიმ ბოიჩენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა